გრაფიკოს დიზაინერი
- სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
„სელფი მობაილი“ ქართული ტელეკომ კომპანიაა, რომელიც ახალ გამოცდილებას ქმნის კავშირგაბმულობის ბაზარზე. მისი განვითარებული ციფრული ეკოსისტემის დამსახურებით, „სელფი მობაილი“ დგას ციფრული ტრანსფორმაციის სათავეში, რომლის არსიც სიახლეებისთვის, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიური ნოვაციებისთვის მომხმარებლის მზადყოფნის უზრუნველყოფაა. „სელფი მობაილის“ ციფრული სამყაროს ცენტრში - აბონენტია და ყველა თანამედროვე მიღწევას კომპანია მისი მომხმარებლის საჭიროებებს არგებს.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისა და სხვა ვაკანსიების სანახავად გამოჰყევით ჩვენი LinkedIn-ის გვერდს:
https://www.linkedin.com/company/cellfiemobile/
სამუშაოს აღწერა
სელფი მობაილი აცხადებს ვაკანსიას გრაფიკოს დიზაინერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
**ვიზუალური კონცეფციისა და მასალის მომზადება ბეჭდური, გარე და ციფრული არხებისთვის, მათ შორის და არა მხოლოდ სარეკლამო მასალების, სოციალური მედიის პოსტერები/ბანერების, ვებგვერდისთვის საჭირო მასალების, საბეჭდი ფაილების მომზადება
** პროექტის საჭიროებების სწორად იდენტიფიცირებისათვის და შესაბამისი ვიზუალური მასალის შექმნისთვის მუდმივი თანამშრომლობა და კომუნიკაცია კროს-ფუნქციურ გუნდებთან
** ბრენდის იდენტურობის სახელმძღვანელოს (brand identity guideline) შესაბამისი რეკომენდაციების შესრულება, რათა მოხდეს თანამიმდევრულობის შენარჩუნება ყველა მარკეტინგულ და საკომუნიკაციო მასალაში
**სამუშაო პროცესის დაგეგმვა, პრიორიტეტების განსაზღვრა და ვადების კონტროლი
** გუნდის წევრებთან და დაინტერესებულ მხარეებთან მუდმივი კომუნიკაცია და საჭირო ცვლილებების მყისიერი ასახვა დიზაინ პროექტებში
თუ შენ:
** გაქვს შესაბამისი განათლება გრაფიკული დიზაინის, ვიზუალური კომუნიკაციის მიმართულებით
** გაქვს 3-4 წლიანი სამუშაო გამოცდილება გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე
** გაქვს Adobe Creative Suite (Photoshop, Illustrator, InDesign) პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
** კარგად იცნობ და გაქვს შესაბამისი ცოდნა ტიპოგრაფიის, ფერების თეორიის, განლაგებების და სხვა გრაფიკულ დიზაინში საჭირო პრინციპების შესახებ
**გაქვს თანამშრომლობის, მოსმენის, იდეის ეფექტურად წარდგენის და დამარწმუნებელი კომუნიკაციის კარგად განვითარებული უნარები
** ხარ დეტალებზე ორიენტირებული და სწრაფად ადაპტირდები ცვალებად გარემოში
**გაქვს პრობლემის გადაჭრის კრეატიული უნარები და პროაქტიული მიდგომა დიზაინის ინოვაციური გადაწყვეტილებების მოსაძებნად
და გსურს დინამიურ, საინტერესო და თანამედროვე გარემოში მუშაობა,
გამოგვიგზავნე რეზიუმე და პორტფოლიო.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 5 ივნისი,2025
**გამოცდილება ვიდეო რედაქტირების და/ან ვებდიზაინის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად
დამატებითი ინფორმაცია
იყო „სელფი მობაილის“ თანამშრომელი, ნიშნავს იმუშაო ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვითა და ერთგულებით კომპანიის ღირებულებებისა და ქცევის კოდექსის მიმართ; მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.
ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორობაზე ორიენტირებული და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას.
პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, მიუკერძოებლად და გახსნილად.