რისკ რეპორტინგის მენეჯერი
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს.
თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.
ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. Ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.
სამუშაოს აღწერა
პოზიციის შესახებ
თიბისი ბანკის რისკების მართვისა და რეპორტინგის განყოფილებაში ვეძებთ გამოცდილ რეპორტინგის სპეციალისტს, რისკ რეპორტინგის მენეჯერის პოზიციაზე, რომლის ძირითადი პასუხისმგებლობა იქნება რისკების მართვისა და რეპორტინგის განყოფილბაში სხვადასხვა რეპორტების მომზადება და პროცესების ავტომატიზაცია.
რას გააკეთებ
- მოამზადებ ყოველთვიურ , ყოველკვარტალურ და ყოველწლიურ რეპორტებს.
- გადაიბარებ არსებულ ავტომატიზირებულ პროცესებს და მონიტორინგს გაუწევ მის შეუფერხებლად ფუნქციონირებას.
- მოახდენ სხვადასხვა რეპორტების ავტომატიზაცის.
- დაითვლი და მონიტორინგს გაუწევ რისკების შემადგენლობაში არსებული სხვადასხვა გუნდების ბონუსებს.
- ფოკუსირებული იქნები უწყვეტ განვითარებაზე და ჩამოაყალიბებ წინადადებებს, რომელიც ხელს შეუწყობს პროცესების გაუმჯობესებას.
კვალიფიკაცია
აუცილებელია რომ გქონდეს
- Power BI-ის მაღალ დონეზე ცოდნა, მათ შორის მონაცემთა მოდელირების, სხვადასხვა წყაროებიდან მონაცემთა ინტეგრირების და რეპორტების ავტომატიზების გამოცდილება.
- SQL-ში მუშაობის გამოცდილება.
- ინგლისური ენის ცოდნა.
- კარგი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.
- გუნდური მუშაობის კულტურა.
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი.
- ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი კომპიუტერული მეცნიერების, სტატისტიკის, მათემატიკის, ეკონომიკის ან სხვა ტექნიკური მიმართულებით.
სასურველია რომ გქონდეს
- ძირითადი საბანკო ბიზნეს პროცესების ცოდნა.
- მინიმუმ 2 წლიანი რეპორტების მომზადებისა და ავტომატიზაციის გამოცდილება.
- SQL-ის ბაზების განვითარებისა და ადმინისტრირების ცოდნა.
- Data Lake-თან და Dremio-სთან მუშაობის გამოცდილება.
- Power Query-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
- EXCEL-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
- DAX-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.