დისტანციური მომსახურების მენეჯერი

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც არსებობს მომხმარებლებისთვის, იცნობს მათ და ზრუნავს მათზე. ჩვენ ფინანსური სურვილების შემსრულებელი გუნდი ვართ. ჩვენ ვქმნით არა იმას, რაც ჩვენ მოგვწონს, არამედ იმას - რაც შენ მოგწონს. 

თიბისის ეკოსისტემა სწორედ ამის მიხედვით შენდება: ყოველდღიური საქმეების გასამარტივებლად შენ გვერდით იქ და მაშინ ვჩნდებით, როცა, ვიცით, რომ სირთულეების მოგვარება საუკეთესოდ შეგვიძლია.

ადამიანებზე ზრუნვას ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის დახმარებით ვახერხებთ. ჩვენს გუნდში ცნობისმოყვარე ხალხი ერთიანდება, ვინც გადასაჭრელად რთულ ამოცანებს ირჩევს, თუმცა შეცდომების დაშვების არ ეშინია. Ჩვენ მუდმივად ვეძებთ და ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს და ბევრჯერ ვსვამთ კითხვას “რა?” და “რატომ?”, იმისათვის, რომ უფრო კარგად ვიგრძნოთ, მომხმარებელს რა სჭირდება.

სამუშაოს აღწერა

შენ, როგორც დისტანციური მომსახურების მენეჯერი:

  • განახორციელებ შემომავალ და გამავალ ზარებს მომხმარებლებთან;
  • სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით დაადგენ მათ საჭიროებებს;
  • მოუსმენ, შეისწავლი და  გადაწყვეტ მის პრობლემებს;
  • გამოიყენებ პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობას და შესთავაზებ მომხმარებელს საბანკო პროდუქტებს;
  • ჩართული იქნები პერსონალურ/გუნდურ თვისობრივ და რაოდენობრივ მიზნების მიღწევის პროცესში;
  • იმუშავებ მეგობრულ გარემოში და წვლილს შეიტან კიდევ მეტად გაძლიერებაში;
  • დაეხმარება გუნდის ახალ წევრებს გუნდთან ადაპტაციაში 

შენ გექნება შესაძლებლობა:

  • შეისწავლო საბანკო პროდუქტები, პროცესები და ჩვენი განახლებული სასწავლო პლატფორმის დახმარებით, მიიღო შენთვის საინტერესო ინფორმაცია და ცოდნა საბანკო სექტორში;
  • დაწინაურდე და განვითარდე მინიმუმ 6 თვიანი წარმატებული თანამშრომლობის შემდგომ, ბანკის სხვადასხვა მიმართულებით და შენი ინტერესების გათვალისწინებით;
  • გაეცნო მომსახურების საუკეთესო სტანდარტებს, რომელსაც შეგასწავლიან და შემდგომ გამოიყენებ სამუშაოს შესრულებისას;
  • იმუშაო და გაიცნო საუკეთესო გუნდი და პროფესიონალი ადამიანები.

ჩვენ გთავაზობთ:

  • დისტანციურ სამსახურს, სადაც მოგეცემა საშუალება იმუშაო სახლიდან, ოფისიდან ან ნებისმიერი შენთვის მოსახერხებელი ლოკაციიდან;
  • საუკეთესო სამუშაო გარემოს, საუკეთესო გუნდთან და პროფესიონალ ადამიანებთან ერთად;
  • სამუშაოს დაწყებამდე, გთავაზობთ ანაზღაურებად ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პროფესიული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის მიღებაში;
  • დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, ბრენდ მაღაზია, სპეციალური შეთავაზებები თიბისელებითვის, ფონდი თიბისელები, თანამშრომელთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული (well-being) აქტივობები და სხვა მრავალი;
  • შეძლებ დარეგისტრირდე ნებმისმიერ შენთვის საინტერესო ტრენინგზე და მიიღო დამატებითი ცოდნის შესაძლებლობა.

კვალიფიკაცია

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათზე ზრუნვა და დახმარების გაწევა;
  • ფიქრობ, რომ გაქვს კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
  • ხარ განვითარებაზე ორიენტირებული;
  • გინდა განავითარო შენი კარიერა საფინანსო სექტორში და მიიღო საუკეთესო გამოცდილება 30 წლიანი ისტორიის მქონე კომპანიაში.

 

ადგილი, სადაც იმუშავებ:

დისტანციურად, სახლიდან, ოფისიდან ან ნებისმიერი შენთვის მოსახერხებელი ლოკაციიდან.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

კონფიდენციალურობის დებულებაImprint