პერსონალური ბანკირი - ბათუმი
- სრული განაკვეთი
- მდებარეობა/Location: სს "თიბისი ბანკის" ბათუმის სერვის-ცენტრი #13
- სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
შექმენი საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად.
დღეს თიბისის 7000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჩვენი კომპანიის მთავარი ძალა დიდი გუნდია, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებელზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე. გუნდის ათასობით წევრს შორის კი განსაკუთრებული როლი გაქვთ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ყოველდღიურად პირდაპირი კომუნიკაცია გაქვთ მომხმარებელთან. თითოული თანამშრომელი, რომელიც ისმენს ადამიანების აზრს და მათ მოთხოვნილებებს პასუხობს, წარმოადგენს თიბისის.
ფილიალები თიბისის მომხმარებელთან შეხვედრის ფიზიკური წერტილებია, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში. აქ მოსულ ადამიანებს თქვენი სახით ხვდება კეთილგანწყობილი გუნდი, რომელიც ზრუნავს ადამიანებზე და ცდილობს გააბედნიეროს მომხმარებელი.
პერსონალური ბანკირის პოზიცია შენთვის გარდამავალი ფაზაა შემდგომი განვითარებისკენ.
სამუშაოს აღწერა
შენ, როგორც პერსონალური ბანკირი:
- ჩართული იქნები ახალი კლიენტების მოზიდვის პროცესში;
- გაზრდი პორტფელში არსებული კლიენტების მოხმარებულ პროდუქტებს;
- კონსულტაციას გაუწევ პორტფელში არსებულ კლიენტებს ბანკის ნებისმიერ პროდუქტთან დაკავშირებით;
- კონცეპტ კლიენტებს მიაწვდი ინფორმაციას ბანკის ახალი პროდუქტებისა და სხვა სიახლეების შესახებ;
- პორტფელში არსებული კლიენტების შესახებ შექმნი სრულყოფილ საინფორმაციო პროფაილს, მუდმივად გააკონტრლებ საინფორმაციო ბაზას;
- გაზრდი პორტფელში არსებული კლიენტების კმაყოფილებას და ლოიალობას;
- მოაგვარებ კონცეპტ კლიენტების მომსახურების პროცესში წარმოქმნილ პრობლემებს;
- შეასრულებ დაწესებულ გაყიდვების გეგმას.
ველოდებით გამოხმაურებას, თუ:
- ხარ საქმეზე კონცენტრირებული და შეგიძლია მაქსიმალური სიზუსტით შეასრულო დავალება
- შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა
- გაქვს განვითარების მოტივაცია და ხარ შედეგებზე ორიენტირებულ
- ფიქრობ, რომ გაქვს გაყიდვების უნარი და სხარტი აზროვნება
- გაქვს ფინანსური ანალიზის უნარი და ხარ პასუხისმგებლიანი
- გაქვს ლოგიკური აზროვნება
- დამარწმუნებელი კომუნიკაცია
- სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
- საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი
კვალიფიკაცია
- ბანკის ფილიალებში, მრჩევლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- გამოცდილება საკრედიტოს მიმართულებით ;
- რუსული და ინგლისური ენის ცოდნა
- გაყიდვების უნარ-ჩვევების გამოყენების, პრეზენტაციის ჩატარების გამოცდილება;
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.