სერვის ექსპერტი/გუნდის კაპიტანი - ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგა

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

შექმენი საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად.

დღეს თიბისის 7000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჩვენი კომპანიის მთავარი ძალა  დიდი გუნდია, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებელზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე. გუნდის ათასობით წევრს შორის კი განსაკუთრებული როლი გაქვთ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ყოველდღიურად პირდაპირი კომუნიკაცია გაქვთ მომხმარებელთან. თითოული თანამშრომელი, რომელიც ისმენს ადამიანების აზრს და მათ მოთხოვნილებებს პასუხობს, წარმოადგენს თიბისის.

სამუშაოს აღწერა

თიბისიში, ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგაში, ვეძებთ  - სერვის ესპეტს/გუნდის კაპიტანს.

ლიგის მიზანია განავითაროს ყველაზე მარტივი და საყვარელი ციფრული ბანკინგი, რომელიც სრულ საბანკო მომსახურებას შესთავაზებს მომხმარებლებს.

რას გააკეთებ

  • ყოველდღიურად უხელმძღვანელებ  მრავალფუნქციურ და  სწრაფად განვითარებად გუნდს,  იზრუნებ მათ მოტივაციაზე.
  • იქნები პასუხისმგებელი  პროდუქტის KPI-ებზე და გუნდის  OKR-ებზე.
  • Line Product owner- თან ერთად იქნები ჩართული   MVP-ზე ორიენტირებული პროდუქტის განვითარების პროცესში და ბექლოგის მართვაში;
  • პროექტებში მონაწილე ყველა მხარეებთან გავლის საფუძველზე შეაგროვებ და გააანალიზებ ბიზნეს მოთხოვნებს;
  • ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს პროცესების ანალიზში;
  • დაადოკუმენტირებ ფუნქციურ/არაფუნქციურ მოთხოვნებს და ბიზნეს პროცესების დიაგრამებს;
  • შეათანხმებ მოთხოვნებს დაინტერესებულ პირებთან; 
  • გუნდთან ერთად დაგეგმავ ბიზნეს მოთხოვნების შესაბამის ტექნიკურ გადაწყვეტილებას;
  • გექნება მჭიდრო თანამშრომლობა ბანკის სხვადასხვა განყოფილებებთან და გუნდებთან;
  • გექნება ურთიერთობა უცხოურ და ადგილობრივ ვენდორებთან;
  • შეასრულებ ფუნქციონალური ექსპერტის როლს ტექნიკური გადაწყვეტილების დიზაინის, შექმნის, ტესტირებისა და დანერგვის ფაზებში; 
  • უზრუნველყოფ მოთხოვნის რეალიზების სრული ციკლის შესრულებას-მოთხოვნის ჩამოყალიბების ფაზიდან საბოლოო ტესტირებამდე და ჩაბარებამდე;

ვის ვეძებთ, თუ

  • ხარ ენერგიული, პასუხისმგებლიანი და შეგიძლია გუნდის წევრების მოტივაცია; 
  • გიყვარს სისტემების, პროცესების დიზაინი და მათი ანალიზი; 
  • გიყვარს პრობლემის იდენტიფიცირება და გადაწყვეტილების ახალი გზების ძიება; 
  • მუდმივად ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში; 
  • გაქვს რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი; 
  • გაქვს გუნდის მართვის, ორგანიზების და ეჯაილ პრინციპებით მუშაობის უნარი; 

კვალიფიკაცია

უნდა გქონდეს:

  • გამოცდილება ბიზნესის/სისტემის ანალიტიკოსის ან  ციფრული  პროდუქტის მფლობელის (Product Owner)  პოზიციაზე; 
  • გამოცდილება ტქენიკურ გუნდებთან მუშაობის, პროდუქტის განვითარების, User story  ჩამოყალიბების მიმართულებით;
  • Agile/კროს-ფუნქციურ გუნდებთან მუშაობის გამოცდილება
  • ბანკის პროცესების/პროდუქტების ცოდნა ( ჩაითვლება უფირატესობად)
  • მობაილ და ვებ აპლიკაციების დანერგვის გამოცდილება ( ჩაითვლება უპირატესობად)
  • ძლიერი კომუნიკაციის და მენეჯერული უნარები

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კონფიდენციალურობის დებულებაImprint