მოლარე - ოპერატორი 24 საათიან სერვის ცენტრში - თბილისი

  • სრული განაკვეთი
  • მდებარეობა/Location: თბილისის სერვის-ცენტრები
  • სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

შექმენი საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად.

დღეს თიბისის 7000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჩვენი კომპანიის მთავარი ძალა  დიდი გუნდია, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებელზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე. გუნდის ათასობით წევრს შორის კი განსაკუთრებული როლი გაქვთ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ყოველდღიურად პირდაპირი კომუნიკაცია გაქვთ მომხმარებელთან. თითოული თანამშრომელი, რომელიც ისმენს ადამიანების აზრს და მათ მოთხოვნილებებს პასუხობს, წარმოადგენს თიბისის.

ფილიალები თიბისის მომხმარებელთან შეხვედრის ფიზიკური წერტილებია, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში. აქ მოსულ ადამიანებს თქვენი სახით ხვდება კეთილგანწყობილი გუნდი, რომელიც ზრუნავს ადამიანებზე და ცდილობს გააბედნიეროს მომხმარებელი.

დიჯითალ კონსულტანტის  პოზიცია შენთვის გარდამავალი ფაზაა შემდგომი განვითარებისკენ.

სამუშაოს აღწერა

შენ, როგორც  მოლარე-ოპერატორი უზრუნველყოფ:

  • კლიენტის ხარისხიან, ზუსტ, სწრაფ და კვალიფიციურ მომსახურებას;
  • კლიენტთან თავაზიან, კეთილგანწყობილ და თბილი დამოკიდებულებას;
  • ლიმიტის ფარგლებში ნაღდი ფულის შეტანის, გატანის, შემოწმებისა და ნაღდი კონვერტაციების ოპერაციების წარმოებას;
  • ლიმიტის ზემოთ თანხებზე შემოსავლისა და გასავლის საბუთების ფორმირებას;
  • უნაღდო კონვერტაციების წარმოებას;
  • გადარიცხვების, მათ შორის სწრაფი გადარიცხვების ოპერაციების წარმოებას;
  • სწრაფი გზავნილების განაღდებას;
  • კლიენტისათვის განმარტებების მიცემას მათ ანგარიშებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ და ამონაწერის ფორმირებას;
  • პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოებას;
  • თიბისი ფეის ყოველდღიურ ინკასაციას, ზედმეტობა-დანაკლისის აღრიცხვა და გატარებას;
  • სალაროს გახსნისა და  დაკეტვის ჟურნალის აღრიცხვას, სეიფის დალუქვა-გაღებას;
  • სალაროში აღმოჩენილი დანაკლისი-ზედმეტობის აქტების ფორმირებას და ფაილინგს.  
  • სადაზღვევო პროდუქტების პირობების და სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნას;
  • სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვების უზრუნველყოფას;

კვალიფიკაცია

საჭირო კვალიფიკაცია:

  • გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

ველოდებით  გამოხმაურებას თუ:

  • ხარ საქმეზე კონცენტრირებული და შეგიძლია მაქსიმალური სიზუსტით შეასრულო დავალება
  • შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა
  • გაქვს განვითარების მოტივაცია და ხარ შედეგებზე ორიენტირებული

 

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კონფიდენციალურობის დებულებაImprint