IT ინჟინერ-ტექნიკოსი

  • სრული განაკვეთი

კომპანიის აღწერა

“ენ ჯი თი ჯგუფი” წარმოადგენს ათწლიანი გამოცდილების მქონე და ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად (IT) სერვისების კომპანიას. ჩვენი დამკვეთები არიან მსხვილი და საშუალო ორგანიზაციები საფინანსო, სახელმწიფო და სამედიცინო სექტორიდან. კომპანია წარმოადგენს საქართველოში 30-მდე საერთაშორისო კლასის ვენდორს, რომლებიც ლიდერები არიან თავიანთ სფეროში. ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ, ცნობისმოყვარე და პრობლემის ამოხსნაზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელსაც უკვე აქვს გარკვეული გამოცდილება აღნიშნულ სფეროში და სურს რომ აიმაღლოს კვალიფიკაცია.

სამუშაოს აღწერა

NGT ჯგუფი (www.ngt.ge) აცხადებს ვაკანსიას IT ინჟინერ-ტექნიკოსის პოზიციაზე.

თუ ხარ:

  • სიახლეებისა და გამოწვევების მოყვარული
  • გაქვს ძლიერი ტექნიკური უნარები და მოგწონს ელექტრონულ მოწყობილობებთან მუშაობა
  • გაინტერესებს IT სფერო და მისი ყოველდღიურობაში გამოყენების უამრავი გზები
  • გაქვს სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
  • ორგანიზებული და პუნქტუალური, პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული

 

რას გააკეთებ?

  • კომპანიის მიერ რეალიზებული აპარატურის და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების ინსტალაცია, დეინსტალაცია, გადაადგილება და მოდიფიკაცია, დაზიანებების/ხარვეზების გამოსწორება
  • IT მოწყობილობების კონფიგურაცია, ტექ. მხარდაჭერა, მომხმარებლების ინსტრუქტაჟი
  • კომპიუტერული ტექნიკის, მოწყობილობების, ქსელების ინსტალაცია და კონფიგურაცია
  • ტექნიკური საკითხების მოგვარებაში და პროექტებში აქტიური მონაწილეობა

კვალიფიკაცია

აუცილებელია, რომ გქონდეს:

 

  • დასრულებული საშუალო განათლება
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია - მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა
  • ინფორმაციის მოძიების, სწავლის უნარი

 

კარგი იქნება, რომ გქონდეს:

 

  • უმაღლესი ან პროფესიული კოლეჯის განათლება ტექნიკური მიმართულებით
  • საბაზისო ელექტროობის და კავშირგაბმულობის საფუძვლების ცოდნა
  • ელექტრული სქემების გარჩევის ცოდნა

დამატებითი ინფორმაცია

რას გთავაზობთ?

 

პირველ ეტაპზე ანაზღაურებად საგამოცდო პერიოდს.

კონკურენტულ ანაზღაურებას და სხვა და სხვა ბენეფიტებს.

მოხვდები ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ აიტი კომპანიაში.

იმუშავებ ინდუსტრიაში ძალიან გამოცდილ და წარმატებულ გუნდში.